POLITICS

Parliament Speaker departs for Brussels  

05.12.23 12:00


პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს.

 

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტსემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

 

 

1tv.ge

Read: 244


Write comment

Warning!
(In their comments, readers should avoid expressing religious, racial and national discrimination, not use offensive and derogatory expressions, as well as appeals that are contrary to the law)

Send
You can enter 512 characters

News feed